LIVE

Georgian Airways-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

19 ოქტ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2189
Georgian Airways-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

ავიაკომპანია Georgian Airways-ს ახალი გენერალურ დირექტორი ჰყავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორად დავით გაიაშვილი დაინიშნა.

დავით გაიაშვილი ამავდროულად არის Georgian Airways-ის 80%-იანი წილის მფლობელი. კომპანიის 20%-ს “ჯორჯიან ეარ სერვისი” ფლობს, რომლის 90%-იანი წილის მფლობელი ეთერ გაიაშვილია. კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი კი თამაზ გაიაშვილია.

კომპანიის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ რობერტ ოგანესიანი რჩება. დავით გაიაშვილმა Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის პოსტზე რომან ბოკერია ჩაანაცვლა.

რომან ბოკერიამ Georgian Airways-დან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე დაწერა და განაცხადა, რომ მის მიერვე დაარსებულ ქართულ-ამერიკული კომპანია “საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში” გადადის. რომან ბოკერია Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორად 2019 წლის 15 აპრილს დაინიშნა.