LIVE

Visa ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებს გამოცდის

13 იან 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 510
Visa ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებს გამოცდის
Bloomberg

Visa კონკურენტ Mastercard-ს შეუერთდა და ცენტრალურ ბანკებს ციფრული ვალუტების გამოსაცდელად აპლიკაციებს სთავაზობს.

საბარათე გადახდების პროვაიდერი პროგრამის პილოტირებას გაზაფხულზე ბლოკჩეინის კომპანია ConsenSys-თან ერთად დაიწყებს. გლობალურმა ფინანსურმა კორპორაციამ დაახლოებით 30 ცენტრალურ ბანკთან უკვე განიხილა ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული მიზნები.

სწრაფად მზარდი კრიპტოვალუტების ბაზარი მარეგულირებლებს ფინანსური ბაზრების დესტაბილიზაციის საფრთხეს უჩენს. რისკებთან გასამკლავებლად კი მთავრობები ცენტრალური ბანკის მიერ მხარდაჭერილ ციფრულ ვალუტებს, იგივე CBDC-ებს ირჩევენ და ამ მიმართულებით უკვე არაერთი ქვეყანა გააქტიურდა. მათ შორის საქართველოც. 

როგორც ჩანს, გადახდის სერვისის პროვაიდერები მთავრობების მიერ მხარდაჭერილ ციფრულ აქტივებს უსაფრთხო გზად მიიჩნევენ ბლოკჩეინის რესურსის ასათვისებლად. სისტემა მიზნად ისახავს იყოს უფრო სწრაფი და ეფექტური, ვიდრე ტრადიციული ელექტრონული ტრანზაქციები.

Mastercard-მა CBDC ტესტირების პლატფორმა 2020 წელს გაუშვა. გარდა ამისა, Visa ამჟამად მომხმარებელს სთავაზობს გადახდის ბარათებს, რომლებიც USD Coin-თან, კონსორციუმის მიერ გამოშვებულ სტაბილურ მონეტასთან არის დაკავშირებული.

ციფრულ ლარს ავითარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ციფრული ლარის პროექტი სატესტო რეჟიმში სავარაუდოდ, მიმდინარე წლიდან ჩაეშვება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აკაილა გარდნერი