LIVE

IKEA მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო ფასებს ზრდის

04 იან 202218:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1120
IKEA მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო ფასებს ზრდის
gettyimages

IKEA მიწოდებისა და ტრანსპორტირების შეფერხების გამო მომავალ წელს ფასებს საშუალოდ 9%-ით გაზრდის. განცხადება გავრცელდა პანდემიით გამოწვეული დეფიციტისა და მიწოდების პრობლემების ფონზე, რაც აძლიერებს ინფლაციას და ანგრევს ეკონომიკას მთელს მსოფლიოში.

“IKEA -ს აწუხებს ტრანსპორტირებისა და ნედლეულის მნიშვნელოვანი შეზღუდვები, რაც ზრდის ხარჯებს”, - ნათქვამია ჰოლდინგური კომპანია Ingka Group-ის განცხადებაში, რომელიც IKEA-ს მაღაზიების 90%-ს ფლობს. განცხადების თანახმად, გაზრდილი ხარჯები, რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში იგრძნობა, ახლა მომხმარებლებზე უნდა გადავიდეს.

გასულ თვეში ტრანსპორტისა და ნედლეულის ფასების ზრდის გამო Inter IKEA-ს წლიური მოგება 17%-ით შემცირდა. ამავდროულად, ავეჯის საცალო გაყიდვების უმსხვილესი კომპანიის გაყიდვები წლიურად 25,6 მილიარდი ევროთი გაიზარდა. თუმცა, ენერგორესურსებზე ფასების გლობალურმა ზრდამ, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ და მზარდმა მოთხოვნამ ინფლაციის ზრდა გამოიწვია.

ევროზონაში ნოემბერში ინფლაციამ 4,9%-ს მიაღწია, რაც 1999 წელს ერთიანი ვალუტის შემოღების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. შეერთებულ შტატებში, გასულ თვეში ფასები 2020 წლის ნოემბერთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია ბოლო 39 წლის განმავლობაში.