LIVE

ასეულობით ავღანელს ჰუმანიტალური დახმარების მისაღებად აშშ-ში შესვლაზე უარი ეთქვა

30 დეკ 202122:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 874
ასეულობით ავღანელს ჰუმანიტალური დახმარების მისაღებად აშშ-ში შესვლაზე უარი ეთქვა
Anna Moneymaker/Getty Images

აშშ-ის მიგრაციის ფედერალური სამსახურის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირებში ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიზნით შესვლის სურვილის მქონე ასობით ავღანელს უარის წერილი გაუგზავნეს. 

ამის გამო, ემიგრანტების დამცველები ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეასრულა დაპირება, რომ დაეხმარებოდა ავღანელებს, რომლებიც აშშ-ის ძალების დატოვების შემდეგ ქვეყანაში დარჩნენ. სამხედროები ქვეყნიდან მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლო გავიდნენ და ავღანეთის მართვაზე სრული კონტროლი თალიბებმა აიღეს.

სააგენტოს სპიკერის განცხადებით, ავღანეთიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ ამერიკის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა მიიღო 35,000-ზე მეტი განცხადება, საიდანაც დაახლოებით 470-ზე უარყოფითი პასუხი გააგზავნა, 140-ზე მეტი კი პირობითად დაამტკიცა.

ნაკლებად პოპულარული პროგრამა, რომელიც ადამიანებს აშშ-ში მუდმივი კანონიერი ცხოვრების უფლებას არ აძლევს, როგორც წესი, ყოველწლიურად ყველა ეროვნების ადამიანისგან 2000-ზე ნაკლებ მოთხოვნას იღებს, აქედან დადებითი პასუხი დაახლოებით 500 ადამიანს მისდის. 

პარალელურად აშშ-ის მთავრობა ავღანელებს სხვადასხვა პროგრამით ეხმარება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია