LIVE

ბიტკოინის ახალი ფასი $49 100-ია

28 დეკ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2543
ბიტკოინის ახალი ფასი $49 100-ია

ბიტკოინის ფასი $50,000-ს კიდევ ერთხელ ჩამოსცდა. ანალიტიკოსები ნიშნულს უმსხვილესი კრიპტოვალუტის 2022 წლის პერსპექტივების შესაფასებლად იყენებენ.

ციფრული მონეტის ფასი სამშაბათს აზიაში 4.5%-ით დაეცა და სინგაპურში 1:10 საათისთვის დაახლოებით $49,100-ად ივაჭრებოდა. ასევე დაეცა მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი Bloomberg Galaxy Crypto ინდექსიც.

ინვესტორები გლობალური ბაზრების ყველაზე სპეკულაციური კუთხეებიდან უკან იხევენ, რადგან ცენტრალური ბანკის სტიმულის ტალღა შესაძლოა, პრობლემური აღმოჩნდეს ამ მიმართულებებისთვის. თუმცა, რამდენად ექვემდებარება ბიტკოინი და უფრო ფართო კრიპტო სამყარო ამ რისკს, ეს დავის საგანია.

კრიპტო ბირჟის Luno-ს კორპორაციული განვითარების ვიცე პრეზიდენტის, ვიიარ აიარის თქმით, კონკრეტულად ბიტკოინისთვის ამ ეტაპზე ღელვის საბაბი არ არსებობს. მან ასევე დასძინა, რომ მონეტის მიმართ ოპტიმისტური განწყობა დარჩება, თუ ის ფასის $48,000-დან $49,000-მდე დონეს შეინარჩუნებს.

CoinGecko-ს თანახმად, სამშაბათს ასევე შემცირდა მცირე კრიპტოვალუტების ფასები, როგორიცაა Solana, Cardano, Polkadot და Dogecoin.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აკშაი ჩინჩალკარი