
სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებმა ჯამში 111 მლნ ლარის სესხი მიიღეს. პირველი სექტემბრიდან დღემდე სესხი სულ 1005 ბენეფიციარზე გაიცა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში: ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ დაბადებული წლამდე ასაკის შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
სესხი მხოლოდ ლარში გაიცემა და მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.