
სასტუმრო ბოდბემ საქმიანობა ციფრული სტანდარტით დაიწყო - Signify-ს პლატფორმა უკვე დანერგა შესყიდვების, HR და ოპერაციულ პროცესებში.
სასტუმროს მენეჯმენტის მთავარი მიზანი საქმიანობის თანამედროვე, პასუხისმგებლიან და გარემოზე მზრუნველ მიდგომებზე დამყარება იყო. ამან განაპირობა Signify-სთან დაპარტნიორება და პლატფორმის დახმარებით, იურიდიულ დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების გაციფრულება.
თავდაპირველად, პლატფორმა დაინერგა შესყიდვების მიმართულებით, რა
დროსაც ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაჩქარდა და გამარტივდა სამართლებრივი დოკუმენტების არქივაცია. შემდგომ დანერგვა მოხდა HR-ში, რამაც გაამარტივა კომუნიკაცია და უზრუნველყო სამართლებრივად სარწმუნო ხელმოწერების მიღება თანამშრომლის მხრიდან.
Signify სასტუმროს ოპერაციულ საქმიანობაშიც დიდ ადგილს იკავებს, კერძოდ სტუმრების რეგისტრაციის პროცესში. რეგისტრაციის ფორმაზე ხელმოწერა სტუმრებს ელექტრონულად შეუძლიათ მიმღებში განთავსებულ ხელმოწერის პადებზე, რაც ამარტივებს, როგორც პროცესს, ასევე უზრუნველყოფს დასრულებული დოკუმენტის სტუმრის ელფოსტაზე გაგზავნას.
„Signify-სთან თანამშრომლობა სასტუმროს ეკო-მეგობრული პოლიტიკის ნაწილია. ეს არის ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გარემოზე ზრუნვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ - ნანიკო ცირეკიძე, სასტუმრო ბოდბეს დირექტორი.
შედეგად, Signify-იმ სასტუმროს საქმიანობაში შეამცირა ბეჭდური დოკუმენტების რაოდენობა და ხელი შეუწყო ეკო-მეგობრული პოლიტიკის ჩამოყალიბებას ორგანიზაციაში.
Signify უკვე წლებია აციფრულებს იურიდიულ დოკუმენტებთან დაკავშირებულ პროცესებს და თანამშრომლობს კომპანიებთან განურჩევლად სფეროსა და ზომისა. პლატფორმაზე ყოველდღიურად იგზავნება ათასობით დოკუმენტი უსაფრთხოდ, სწრაფად და მარტივად.