
Tesla-ს აქციების ფასი Hertz-თან დადებული გარიგებით გამოწვეული ზრდის შემდეგ, ისევ უკან იხევს. ელექტრომობილების უფრო ფართო მიღების მანიშნებელი გარიგების შედეგად მიღებული 35%-იანი ზრდა ახლა უკვე სრულად გაქრა.
ორშაბათს კომპანიის აქციების ფასმა 3.5%-ით დაიკლო და თითო აქცია $899.94-ად ივაჭრებოდა. ეს ღირებულება აქციების ფასს იქ აბრუნებს, სადაც კომპანია Hertz-თან $4.2 მილიარდიან გარიგებამდე იყო.
Tesla-ს აქციების ფასი დეკემბერში 21%-ით დაეცა, რაც კომპანიისთვის 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე უარეს თვეს მოასწავებს.
Hertz-თან დადებულმა გარიგებამ Tesla-ს ღირებულება ტრილიონ დოლარიანი ნიშნულს გადააცილა. თუმცა, მასკის მიერ კომპანიის აქციების გაყიდვის შემდეგ, აქციების ფასმა უკუსვლა დაიწყო. Tesla-ს საბაზრო ღირებულება ახლა $904 მილიარდს შეადგენს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეშა დეი