LIVE

კლუბი "ხიდი" ჯარიმის გადახდას არ აპირებს

04 დეკ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1048
კლუბი "ხიდი" ჯარიმის გადახდას არ აპირებს

კლუბი "ხიდი" შრომის ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც "ბიზნეს ფორმულას" კლუბის წარმომადგენელმა განუცხადა, დაჯარიმების საფუძველი გაუგებარია.

"აუცილებლად გავასაჩივრებთ. თავადაც ნახეს, რომ ღონისძიება რეგულაციების დაცვით ტარდებოდა",- განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა, სოფო ებრალიძემ.

ცნობისთვის, 21 თვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ "ხიდმა" პირველ საკლუბო ღამეს უმასპინძლა, რის გამოც 10 000 ლარით დაჯარიმდება და როგორც "ბიზნეს ფორმულას" შრომის ინსპექციაში განუცხადეს, მასობრივი გასართობი ღონისძიების ჩატარების გამო, დღეს დაილუქება.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა უშედეგოდ.