LIVE

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

01 დეკ 202114:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1133
საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა.

„სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80.5 მილიონი აშშ დოლარი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი. შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე“,- განუცხადეს „ბიზნეს ფორმულას“ იუსტიციის სამინისტროში.

რუსული მედიის ცნობით, Интер РАО მიღწეულით არ კმაყოფილდება და 2022 წლის მარტში კომპენსაციის თანხის $100 მილიონამდე გაზრდას აპირებს.