LIVE

Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში ლომთაძე ივანიშვილს ერთი ადგილით უსწრებს

17 ნოე 202121:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1287
Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში ლომთაძე ივანიშვილს ერთი ადგილით უსწრებს

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ყველაზე მდიდარი ქართველის, მიხეილ ლომთაძის ქონება $188 მილიონით შემცირდა. $6.13 მილიარდით ის 487-ე ადგილს იკავებს და მხოლოდ ერთი ადგილით უსწრებს "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც $6.10 მილიარდის მფლობელია. 

ყაზახეთში მომუშავე ქართველი ბიზნესმენი 27 ოქტომბერს $6.48 მილიარდს ფლობდა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 448-ე ადგილს იკავებდა. მომდევნო დღეებში ის კიდევ უფრო დაწინაურდა. 

ლომთაძე Kaspi.kz-ის, ყაზახეთში უმსხვილესი გადახდისა და fintech-ის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია ახორციელებს ონლაინ გადახდის, შოპინგისა და პირადი ფინანსების მომსახურებას ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. Kaspi.kz საჯაროდ ვაჭრობს ლონდონში. 2020 წელს კომპანიას დაახლოებით $6.7 მილიარდის აქტივები ჰქონდა.