LIVE

სექტემბერში საართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

29 ოქტ 202111:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1206
სექტემბერში საართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

„საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3%-ია.

„სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშენებლობის სექტორის გარდა, ზრდის ტენდენცია შეიმჩნეოდა პრაქტიკულად ყველა სექტორში. 2021 წლის ცხრა თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 24%-ით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 26%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 22%-ით“,- განაცხადა "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

„საქსტატის" თანახმად, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობაში.

მიმდინარე წლის სექტემბერში ახლად რეგისტრირებული საწარმოთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.2%-ით გაიზარდა და 4 163 შეადგინა. 2020 წლის სექტემბერთან შედარებით 24%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და 9 მილიარდ 500 მილიონი ლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე დაგეგმა, ხოლო 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-მდე გაზარდა.