LIVE

Google, Apple და Amazon-მა სოციალური ქსელი Parler დაბლოკეს

11 იან 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 317
Google, Apple და Amazon-მა სოციალური ქსელი Parler დაბლოკეს

სოციალური მედიის ქსელ Parler- ს თავიანთი სერვისებიდან Appl-მა და Amazon-მაც წაშალა. მანამდე აპლიკაცია Google-მა წაშალა და განმარტა, რომ აპლიკაციამ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმდინარე და გადაუდებელი საფრთხე“ შექმნა.

სოციალური ქსელის წარმომადგენელი ამბობს, რომ Amazon-მა, Google- მა და Apple- მა ეს მიზანმიმართულად გააკეთეს, რადგან "იცოდნენ, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდული იქნებოდა, ეს იყო ტექნიკური გიგანტების კოორდინირებული შეტევა ბაზარზე კონკურენციის ჩასახშობად.

შაბათს მისი ამოღებამდე Parler-ის სოციალური ქსელი Apple- ის App Store ჩარტების სათავეში მოექცა და ყველაზე ჩამოტვირთული უფასო აპი გახდა App Store-ში. ”Parler ახლა ცდილობს მოძებნოს ახალი კომპანია, რომელიც ჰოსთინგს გაუწევს მის მომსახურებებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მარკ გურმანი და მეტ დეი