LIVE

ჩინეთში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

16 სექ 202114:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 633
ჩინეთში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

ჩინეთში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილთა რიცხვმა 1.01 მილიარდს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 70%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. საერთო ჯამში, 15 სექტემბრისთვის, ჩინეთში 2.16 მილიარდი აცრა ჩატარდა. 

ჩინეთმა 10 თვის წინ პირველმა დაამტკიცა Sinopharm-ის ვაქცინა და ისტორიაში უდიდესი იმუნიზაციის კამპანია წამოიწყო. ქვეყანაში მის გარდა, ადგილობრივი წარმოების კიდევ ექვსი დასახელების კორონავირუსის ვაქცინა გამოიყენება. 

იმუნიზაციის წარმატებული კამპანიის მიუხედავად, ჩინეთში ბოლო თვეებში Covid-19-ის მორიგი აფეთქებაა. აზიის ქვეყანა ვირუსის შემთხვევებს  სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ფუძიანის პროვინციაში ებრძვის.  

თავდაპირველად უჰანში გავრცელებული შემთხვევების შემდეგ, ეს ქვეყნისთვის ვირუსის ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა. 

ჩინეთი ე.წ. ნულოვანი კოვიდის პოლიტიკას აწარმოებს, რაც გულისხმობს ფართომასშტაბიან ტესტირებას და კონტაქტების მიკვლევას,  რათა სწრაფად აღმოაჩინონ შემთხვევა. დელტა შტამის გავრცელებამ ჩინეთის კოვიდპოლიტიკა ეჭვქვეშ დააყენა. ტესტირებისა და არსებული შეზღუდვების მიუხედავად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფუძიანში ვირუსის მეტად გავრცელების რისკი არსებობს, რის შემდეგაც შესაძლოა, ინფექცია სხვა რეგიონებსაც მოედოს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია