LIVE

კრიზისის შემდეგ ევროპაში ავტომობილების გაყიდვების ზრდას ელოდებიან

08 იან 202110:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 405
კრიზისის შემდეგ ევროპაში ავტომობილების გაყიდვების ზრდას ელოდებიან
Bloomberg Creative Photos

ევროპის წამყვანი საავტომობილო ბაზრები გაყიდვებში არსებული კრიზისიდან გამოსვლას წლის დასაწყისში ელოდებიან. 

ავტომობილების შემსყიდველ ხუთ უმსხვილეს ქვეყანაში, რომელთა შორის არიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ესპანეთი გასულ წელს გაყიდვები 25%-ით შემცირდა. ამის მიზეზი კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული რეგულაციებია. შეზღდვებთან მიმართებით, ავტოგაყიდვების ბაზარი გაცილებით მდგრადი აღმოჩნდა ჩინეთსა და აშშ-ში. 

შესყიდვებზე მოთხოვნის მიმდინარე სისუსტე საფრთხეს უქმნის ევროზონის ეკონომიკას, რომელიც გასული წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვნად ეყრდნობოდა წარმოების სექტორს. 

„ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ. ეს გაცილებით ყოვლისმომცველია, ვიდრე წარსულში არსებული ყველა კრიზისი.“, განაცხადა საფრანგეთის სამანქანო ინდუსტრიის ჯგუფის CCFA-ის წარმომადგენელი პიერ-ლუი დებარი. 

Bloomberg-ის შეფასებით, ევროპის საავტომობილო ბაზრის წინსვლა შესაძლებელი იქნება წლის მეორე კვარტალში იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნების მთავრობები შეზღუდვებს გააუქმებენ. მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ 2021 წელს გაყიდვები 2019 წელთან შედარებით 15%-ით შემცირდება.

დადებითი დინამიკა შეინიშნება ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანების გაყიდვებში. 2020 წელს გერმანიაში ეს მაჩვენებელი 200%-ით გაიზარდა. საფრანგეთში ავტომობილების გაყიდვების 6.7% ელექტრომანქანებზე მოდის, რომელთა შორისაც, 37 409 გაყიდული ერთეულით, ყველაზე პოპულარული Renault Zoe აღმოჩნდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: უილიამ უილქესი და ტარა პატელი