LIVE

თურქეთში ხანძრის 275 კერიდან აქტიური მხოლოდ ერთია - ხანძარს ისევ ებრძვის საბერძნეთი

11 აგვ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1056
თურქეთში ხანძრის 275 კერიდან აქტიური მხოლოდ ერთია - ხანძარს ისევ ებრძვის საბერძნეთი

თურქეთში 274 ხანძრის კერა კონტროლს ექვემდებარება. თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” ინფორმაციით, ამჟამად უკონტროლოდ ვრცელდება ხანძარი მუღლის ეგეოსის პროვინციაში. სააგენტო ინფორმაციას ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის, ბექირ ფაქდემირლის თქმით, ხანძარს ებრძვიან როგორც ხმელეთზე, ასევე, საჰაერო ოპერაციით. 

ტყის ხანძრებს თურქეთი თითქმის ორი კვირაა ებრძვის. ქარისა და ძლიერი სიცხის პირობებში ქვეყნის 53 პროვინციაში სულ 275 ხანძარი გაჩნდა.

სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა მის წინა განცხადებას, სადაც აღნიშნა, რომ თურქეთი ორ თვითმფრინავს უგზავნის საბერძნეთს, რომელიც კვირაზე მეტია ტყის ხანძარს ებრძვიან.

“ტყეები არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ეკუთვნის”, - აღნიშნავს ფაქდემირლი. 

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის ზომისა და ტყის ფართობის გათვალისწინებით, საბერძნეთში ხანძრის გავრცელება კრიტიკულ ზღვარს აღწევს და საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. 

ტყის ხანძრებს საბერძნეთში კვირაზე მეტია ებრძვიან და ამ დრომდე ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.