
ადამიანების უმეტესობას, ვინც Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის ვაქცინის მე-3, ე.წ. “ბუსტერ დოზა” მიიღო, მე-2 დოზის მსგავსი ან მასზე ნაკლები გვერდითი მოვლენები ჰქონდა - ასეთია ისრაელის უმსხვილესი ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევის მიგნება.
"4500 გამოკითხულიდან 88%-მა აღნიშნა, რომ თავს გრძნობს ისევ ისე ან იმაზე უკეთ, ვიდრე წინა დოზაზე გრძნობდა. მათგან 31% ამბობს, რომ ნანემსარის ადგილას მსუბუქი ადგილობრივი ტკივილი ან შეშუპება აღენიშნებოდა",- ნათქვამია Clalit Health Services-ის განცხადებაში.
დაახლოებით 15% უჩიოდა სხვა სიმპტომებს, როგორიცაა დაღლილობა, კუნთების ტკივილი ან ცხელება. 1%-ზე ნაკლებმა აღნიშნა, რომ სუნთქვის გაძნელება ან გულმკერდის ტკივილი აწუხებდა.
ავტორები ამბობენ, რომ კვლევა 30 ივლისიდან და 1-ელ აგვისტომდე აცრილი პირების მონაცემებს მოიცავს და დროის მოკლე პერიოდის გამო, მონაცემები სიფრთხილით უნდა გაანალიზდეს. გამორიცხული არ არის ზოგიერთ პირს “ბუსტერ” დოზის შემდეგ მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები ჰქონდა, თუმცა ისინი კვლევამ ვერ მოიცვა.
ისრაელი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც “ბუსტერ” დოზების ფართო გამოყენება დაიწყო. ვაქცინის მე-3 დოზა ისრაელში დაახლოებით 500 000-მა ადამიანმა მიიღო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იაკოვ ბენმელე