LIVE

2040 წლისთვის ავტომობილების გაყიდვების მინიმუმ 2/3 ელექტრომობილები იქნება 

14 აგვ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1081
2040 წლისთვის ავტომობილების გაყიდვების მინიმუმ 2/3 ელექტრომობილები იქნება 
Bloomberg

ელექტრომობილების პოპულარობა ბატარეის გამძლეობისა და ღირებულების გაუმჯობესების ფონზე იზრდება. ტენდენციას ასევე ხელს უწყობს დამუხტვის წერტილების მატება და სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც
დამაბინძურებელი მანქანების მართვას ართულებს.

თუმცა, თუ რომელიმე ქვეყანა აპირებს ნულოვანი ემისიის მიზნის მიღწევას მომდევნო 30 წლის განმავლობაში, მეტი უნდა გაკეთდეს საგზაო ტრანსპორტის გასაწმენდად.

BloombergNEF-ის ეკონომიკური გადასვლის სცენარის (Economic Transition Scenario) თანახმად, ელექტრომობილების გაყიდვები 2020 წლის 3 მილიონიდან მკვეთრად გაიზრდება და 2040 წლამდე 66 მილიონამდე ავა. გლობალურად, 2040 წელს ელექტრომობილები სამგზავრო მანქანების გაყიდვების ორ მესამედზე მეტს შეადგენს.

ევროპა და ჩინეთი გარდამავალ პერიოდში ლიდერები იქნებიან. როგორც ლითიუმ-იონური ბატარეების წარმოების მსოფლიო ლიდერი, ჩინეთი ელექტრომობილების ბატარეებზე მოთხოვნის ზრდით სარგებლობს. რაც შეეხება ევროკავშირს, ის ცდილობს საკმარის მიწოდებას მიაღწიოს, რომ 2025 წლისთვის საკუთარი მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რაც ამბიციური მიზანია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:კოლინ მაკერაჰერი და სიობან ვაგნერი