LIVE

პუტინმა დაასახელა Covid-19-ის ვაქცინა, რომლითაც აიცრა

30 ივნ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 475
პუტინმა დაასახელა Covid-19-ის ვაქცინა, რომლითაც აიცრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაამხილა Covid-19-ის ვაქცინა, რომლითაც 23 მარტს აიცრა

"ვფიქრობდი, რომ მაქსიმალურად ხანგრძლივი დაცვა მჭირდება. ამიტომ გადავწყვიტე Sputnik V-ით აცრა. სამხედროები Sputnik V-ით იცრებიან და ბოლოს და ბოლოს მე ვარ მთავარსარდალი",- თქვა პუტინმა დღეს გამართული ყოველწლიური ტელე-ხიდის მიმდინარეობისას. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ არანაირი გვერდითი მოვლენა არ ჰქონდა. ტემპერატურა მხოლოდ ერთი დღით მოემატა და ინექციის ადგილას მგრძნობელობა დაუფიქსირდა. 

სხვა ქვეყნების პრეზიდენტებისგან განსხვავებით, მას აცრა საჯაროდ არ გაუკეთებია და არც პროცესის ამსახველი ფოტო გამოუქვეყნებია. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა ვაქცინა კამერების წინ არ გაიკეთა, რადგან "მას ეს არ მოსწონს", საზოგადოება კი მას "სიტყვაზე უნდა ენდოს." 

რუსეთი ამჟამად ოთხ რუსულ ვაქცინას იყენებს. მოსკოვს არც ერთი უცხოური ვაქცინა დამტკიცებული არ აქვს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი მეიერი