LIVE

პუტინი კორონავირუსზე აიცრა და თავს კარგად გრძნობს

23 მარ 202123:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1423
პუტინი კორონავირუსზე აიცრა და თავს კარგად გრძნობს
Bloomberg L.P.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, კორონავირუსზე აიცრა და თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ RIA Novosti იტყობინება. 

სხვა ქვეყნების პრეზიდენტებისგან განსხვავებით, მას აცრა საჯაროდ არ გაუკეთებია და არც პროცესის ამსახველი ფოტო გამოუქვეყნებია. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა ვაქცინა კამერების წინ არ გაიკეთა, რადგან "მას ეს არ მოსწონს", საზოგადოება კი მას "სიტყვაზე უნდა ენდოს." 

ასევე, უცნობია, თუ რომელ ვაქცინას მიანიჭა უპირატესობა რუსეთის პრეზიდენტმა. პესკოვის განცხადებით, პუტინი ერთ-ერთი რუსული ვაქცინით აცრას გეგმავდა, თუმცა მას ვაქცინის მწარმოებლის დასახელება არ უთქვამს. მისი თქმით, სამივე ვაქცინა სანდო და ეფექტიანია. 

ცნობისთვის, რუსეთში ამჟამად გამოიყენება ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული სამი ვაქცინა: Sputnik V, EpiVacCorona და CoviVac. მათგან ყველაზე ფართოდ გავრცელებული Sputnik V-ია.