LIVE

Covid-19-ის მსუბუქი შემთხვევებიც კი მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს - მითი თუ რეალობა?

04 ივლ 202121:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 2964
Covid-19-ის მსუბუქი შემთხვევებიც კი მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს - მითი თუ რეალობა?
Andrew Brookes/Cultura RF/Getty Images

ბრიტანეთში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევა, რომლის მიზანი Covid-19-ის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების დადგენა იყო, ცხადყოფს, რომ ინფიცირების მსუბუქმა შემთხვევებმაც კი შეიძლება ტვინში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.  

კვლევასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებს Bloomberg Intelligence-ს ერთ-ერთი ავტორი, სემ ფაზელი პასუხობს.

Covid-19-ის გავლენა თავის ტვინზე ისეთი საშიშია, როგორც ჟღერს? რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? 

გაერთიანებული სამეფო წარმოუდგენლად მასშტაბურ პროექტს, ახორციელებს. პროექტში, სახელწოდებით UK Biobank, 40-დან 69 წლამდე ასაკის ნახევარი მილიონი მოზრდილი ადამიანი მონაწილეობს. ისინი რეგულარულად იკეთებენ ანალიზებს და ასევე აწვდიან დეტალურ ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

გამოკვლევა ასევე მოიცავს სკანირებას, მათ შორის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით (MRI) ტვინზე დაკვირვებას.

შესაბამისად, მკვლევრებს საშუალება აქვთ დააკვირდნენ Covid-19-ის ტვინზე გავლენას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ საშუალება აქვთ შეადარონ ერთი და იმავე ადამიანების ტვინის სურათები ინფიცირებამდე და ინფიცირების შემდეგ. 

კვლევა აჩვენებს, რომ Covid-19-ის მსუბუქი შემთხვევებიც კი ტვინის გარკვეულ უბნებში მოცულობის შემცირებას იწვევს. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ უბნებს, რომლების სუნისა და გემოს შეგრძნებაში მონაწილეობას.

მკვლევრებმა ასევე მიაგნეს ტვინის მნიშვნელოვანი ტვინის მოცულობის შემცირებას თეთრ ნივთიერებაში - ტვინის ზედაპირზე არსებულ თხელ ფენაში, რომელიც ნეირონების უმეტეს ნაწილს შეიცავს და მონაწილეობს მეხსიერების ფორმირებაში.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს ზრდის შესაძლებლობას, რომ SARS-Cov-2 ინფექციის მსუბუქმა შემთხვევებმაც კი შეიძლება ტვინზე მავნე ზემოქმედება იქონიონ, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ინფიცირების პერიოდის გასვლის შემდეგაც დიდხანს გაგრძელდეს.

კვლევა, რომელსაც Bloomberg-ის ავტორი ეყრდნობა, სამედიცინო პლატფორმა medRxiv-ზე გამოქვეყნდა და მას პროფესიული რეფერირება/peer review ჯერ არ გაუვლია ("ბიზნეს ფორმულას" შენიშვნა). 

რით გამოირჩევა ეს კვლევა კოვიდის სხვა კვლევებისგან?

გარდა ზემოაღნიშნულისა, რომ მკვლევრებს კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ ტვინის მდგომარეობის შედარება შეუძლიათ, ხანგრძლივი დაკვირვება მათ სხვა ცვლილებებზე დაკვირვების საშუალებას აძლევთ. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც კოვიდის დიაგნოზი დაუსვეს, უფრო მცირე თალამუსი ჰქონდათ. ინფიცირებამდე მდგომარეობის ამსახველი ფოტოების გარეშე, შეიძლება დავასკვნათ, რომ Covid-19 თალამუსის ნეირონების დაკარგვას იწვევს.

რეალურად მათ დაადგინეს, რომ ყველას, ვინც კოვიდი გადაიტანა, ინფექციის დაწყებამდე უკვე ჰქონდა უფრო პატარა თალამური რეგიონები, ამიტომ ის ინფექციით გამოწვეული არ არის. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, უფრო მცირე თალამუსის მქონე ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან კოვიდის მიმართ თუ ეს მხოლოდ უცნაური დამთხვევაა.

ეს აღმოჩენა მხოლოდ Covid-19-ზე ვრცელდება თუ სხვა ვირუსულ ინფექციებსაც ეხება?

არსებობს სხვა ვირუსები, რომლებიც ნერვულ სისტემას აინფიცირებენ. ასეთებია წითელა, HIV, ჰერპესი და პოლიომიელიტი. როგორც ვიცით, ამ დაავადებებმა შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. მაგრამ კორონავირუსების გარდა, ერთადერთი სხვა საერთო რესპირატორული ვირუსი, რომელიც მე ვიცი, რომ ტვინს აინფიცირებს, კორონავირუსების გარდა, არის სინციტიური ვირუსი. მაგრამ ეს ძირითადად გამოხატულია კრუნჩხვებისა და ტვინის ანთების სახით. ის კრუნჩხვისა და ტვინის ანთების სახით ვლინდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტვინის მოცულობის ცვლილებები არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც კოვიდის ინფექციით არის გამოწვეული. ასევე იზრდება კრუნჩხვების, ინსულტის და გილენ-ბარეს სინდრომის რისკი.

ამის მიუხედავად, ტვინის მოცულობის შემცირება (თუ ეს ინფიცირების პერიოდთან შედარებით ბევრად დიდხანს გრძელდება) სხვებთან შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო დიდი პრობლემაა,  რამდენადაც ის Covid-19-ის მსუბუქ შემთხვევებშიც ხდება.

შეიძლება “კოვიდის შემდგომი გახანგრძლივებული” სიმპტომები ტვინის ამ მდგომარეობით აიხსნას?

“კოვიდის შემდგომ გახანგრძლივებულ სიმპტომებად” (საუბარია პრობლემებზე, რომლებიც ინფიცირების დროის გასვლის შემდეგაც რჩება) მიიჩნევა ფილტვების დაზიანებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში დაჭიმულობა, სახსრების ტკივილი და სხვა.

მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სიმპტომად "ტვინის დაბინდვა" (brain fog) რჩება, რაც შეიძლება სწორედ კვლევის აღმოჩენასთან იყოს დაკავშირებული.

რას დაამატებდით?

ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი კვლევა იმისათვის, რომ Covid-19-ით გამოწვეული შედეგების შესახებ უფრო მეტი შევიტყოთ. იქამდე, სანამ უფრო მეტს შევიტყობთ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არ მოგვიწიოს “კოვიდთან ერთად თანაცხოვრება”, როგორც ამას პოლიტიკოსები ამბობენ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შემთხვევების ოდენობა მაქსიმალურად იყოს ნულთან მიახლოებული. ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ ვირუსზე ერთი ნაბიჯით წინ. გასავლელი კიდევ ბევრია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სემ ფაზელი