LIVE

ლაგარდი: აშშ-ის ინფლაციას ევროზონაზე მცირე გავლენა ექნება

22 ივნ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 648
ლაგარდი: აშშ-ის ინფლაციას ევროზონაზე მცირე გავლენა ექნება
DW

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ აშშ-ში დაჩქარებულ ინფლაციას, რის გამოც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გადახედა ფასების ზრდის რისკებს, მხოლოდ შეზღუდული გავლენა ექნება ევროზონაზე.

„ინფლაციის გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი გზებით - აშშ-ში წარმოებული საქონლის იმპორტით და ასევე, რამდენიმე არაპირდაპირი სავაჭრო, ან ფსიქოლოგიური მექანიზმით. თუმცა, ამის მიუხედავად, ამერიკული ინფლაციის საერთო გავლენა ევროზონაზე სავარაუდოდ ზომიერი იქნება“,- აღნიშნა ლაგარდმა.

ეს მოსაზრება ხაზს უსვამს ევროპის ცენტრალურ ბანკსა და აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას (FED) შორის სხვაობებს საფრთხეების შეფასების კუთხით. გასულ კვირას Fed-მა აღიარა, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, რითაც შეიცვალა მოლოდინი საპროცენტო განაკვეთის ზრდის დროისა და ტემპის შესახებ.

რამდენიმე დღით ადრე, ევროზონის მმართველმა პირებმა განაგრძეს ობლიგაციების შესყიდვების დაჩქარებული ტემპი, რათა უზრუნველყონ ეკონომიკური აღდგენის პროცესის შეუქცევადობა და 2018 წლის შემდეგ პირველად აღიარეს ”დაბალანსებული” ეკონომიკური რისკები.

„ეკონომიკის პერსპექტივა მართლაც დამაიმედებელია, რადგან პანდემიური მდგომარეობა უმჯობესდება. წელს, სავარაუდოდ, ფასები ზომიერად გაიზრდება მიწოდების ჯაჭვებში დროებითი შეზღუდვებისა და ევროკავშირის შიდა მოთხოვნების ზრდის გამო, მაგრამ, სავარაუდოდ, ფასებზე კონტროლი შენარჩუნდება. არ ვფიქრობ, რომ რეალურად შეგვიძლია შევადაროთ აშშ-ის მდგომარეობა ევროპის მდგომარეობასთან. ისინი სხვა სიტუაციაში არიან ინფლაციის მოლოდინების კუთხით”,- აღნიშნა ლაგარდმა.

ამის საპირისპიროდ, Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა ჟურნალისტებს განუცხადა: „არსებობს თუ არა რისკი, რომ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ?, დიახ”.

ლაგარდის განცხადებით, თითოეულ იურისდიქციას შორის ერთი განსხვავება ის არის, რომ აშშ-ში პანდემიისგან აღდგენა ბევრად უფრო პროგრესულია, ვიდრე ევროზონაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრე ვებერი