LIVE

სასამართლომ სუეცის არხში გაჭედილი გემის საქმის განხილვა გადადო

21 ივნ 202116:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 562
სასამართლომ სუეცის არხში გაჭედილი გემის საქმის განხილვა გადადო
Islam Safwat/Bloomberg

ეგვიპტის სასამართლომ მარტში სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური გემის საქმის განხილვა გადადო, რათა წყალსადენის ოპერატორს ახალი ფინანსური შეთავაზების შეფასებისთვის საკმარისი დრო ჰქონდეს. 

ქალაქ ისმაილიას სასამართლომ განაცხადა, რომ შემდეგი მოსმენა 4 ივლისს გაიმართება. 

სუეცის არხის ადვოკატმა ხალედ აბუ ბაქრმა გუშინ სასამართლოს განუცხადა, რომ ოპერატორი გემის მეპატრონეების ახალ შეთავაზებას განიხილავს, თუმცა შეთავაზების შესახებ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.

Ever Given-ი სუეცის არხში 23 მარტს გაიჭედა. გიგანტურმა გემმა არხი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გადაკეტა და გადაზიდვების ბაზარზე არეულობა გამოიწვია. მიყენებული მასშტაბური ეკონომიკური ზარალის გამო, არხის ადმინისტრაციამ გემის მფლობელისგან $900 მილიონი მოითხოვა, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა $550-მდე შეამცირა.

თავდაპირველად გემის მფლობელმა კომპანიამ არხის ადმინისტრაციას $150 მილიონი შესთავაზა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: აბდელ ლატიფ ვაჰბა და სალმა ელ ვარდანი