LIVE

სუეცის არხი ბლოკირებულია - გიგანტურმა გემმა კონტროლი დაკარგა

24 მარ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 2125
სუეცის არხი ბლოკირებულია - გიგანტურმა გემმა კონტროლი დაკარგა
MarineTraffic.com

სუეცის არხში გიგანტური საკონტეინერო ხომალდი, კონტროლის დაკარგვის გამო, გაჩერდა და შედეგად, ყველაზე დატვირთული სავაჭრო გზა გადაკეტილია. არხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საქონლის მათ შორის, ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.

კონტეინერებით დატვირთული გემი სრულად ბლოკავს მოძრაობას. მისი შებრუნება შეუძლებელი გახდა, ხოლო მის გადაზიდვას საათების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ. 400 მეტრიანი ხომალდი ეიფელის კოშკზე გრძელია.

სუეცის არხუ ბლოკირებულია

გავრცელებული ინფორმაციით, გემი ამ მდგომარეობაში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩეს, ხოლო სხვა გემები, რომლებიც მის გამო ვერ გადაადგილდებიან, თუ გვერდის ავლას და სხვა გზით გადაადგილებას გადაწყვეტენ, დამატებით 2 კვირას დაკარგავენ.

193კმ-იანი სუეცის არხი, რომელიც 1869 წელს გაიხსნა, ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან აკავშირებს. ის წარმოადგენს უმოკლეს საზღვაო კავშირს ევროპასა და აზიას შორის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზაა, რომელის გავლითაც ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება. არხის გავლით გადის მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 12%.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სინდი ვანგი, კიუნჰიგის პარკი და ენი ლი