
პანდემიის დაწყებამდე ფინეთის უმდიდრესი 10% სკანდინავიის ქვეყნის ნახევარ სიმდიდრეს ფლობდა და ეს პროპორცია კიდევ უფრო გაზრდილია.
ფინეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ფინეთის წმინდა სიმდიდრის დაახლოებით 95%-ს განკარგავდა მოსახლეობის მდიდარი ნახევარი. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ღარიბი ნახევარი აკონტროლებს სიმდიდრის მხოლოდ 5%-ს, მაშინ როდესაც 1988 წელს ღარიბი მოსახლეობის სიმდიდრის წილი 10%-ს შეადგენდა.
შინამეურნეობების სიმდიდრის მედიანური მაჩვენებელი €104,000 ($127,000) იყო. ევროკავშირის სტატისტიკის ოფისის თანახმად, ეს მაჩვენებელი დაბალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე. ფინეთის უმდიდრესი ოჯახები ფლობენ აქტივებს, რომელთა მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობა 150%-ია. შედარებისთვის, დანიაში ანალოგიური მაჩვენებელი 354%-ია, ხოლო შვედეთში 322%.
ფინეთში ყველაზე გავრცელებული აქტივებია დანაზოგი, მანქანები, საცხოვრებელი სახლი. ამასთან, ათიდან ექვს ოჯახს ვალი აქვს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატი პოიანპალო