LIVE

BOE: დეპოზიტების დიდი ნაწილი შესაძლოა, ციფრულ ვალუტაში გადავიდეს

08 ივნ 202113:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1033
BOE: დეპოზიტების დიდი ნაწილი შესაძლოა, ციფრულ ვალუტაში გადავიდეს

ინგლისის ბანკმა (BOE) ციფრული ვალუტების შესახებ სადისკუსიო დოკუმენტში აღნიშნა, რომ ბანკებში სამომხმარებლო დეპოზიტების დიდი ნაწილი შეიძლება ციფრულ ვალუტაში გადავიდეს, თუ მთავრობები დაიწყებენ მათ შეთავაზებას.

გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურმა ბანკმა საბანკო სექტორზე ფულის ციფრული ფორმების დანერგვის გავლენის მოდელირება მოახდინა. ბანკმა ერთ სცენარში განიხილა რა მოხდებოდა, თუ ყველა დეპოზიტის მეხუთედი ციფრული გახდებოდა. BOE-ს განცხადებით, ფულადი სახსრების ნებისმიერმა მასშტაბურმა გადაადგილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფულის ბაზრებზე.

ცენტრალური ბანკების მხრიდან ფულადი სახსრებისა და გადახდების სისტემების მუშაობის მოდერნიზაციის განხილვა და დასკვნები საკითხის მასშტაბსა და სირთულეზე მიუთითებს. ინგლისის ბანკი სხვა ცენტრალურ ბანკებთან ერთად განიხილავს ციფრული ვალუტის შემოღებას, რაც ონლაინ გადახდების მუშაობას გაამარტივებს.

”ჩვენ სულ უფრო ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც გადასახადებისა და ფულის გამოყენების გზები სწრაფად იცვლება. სტაბილური მონეტების, როგორც გადახდის საშუალების პერსპექტივამ და CBDC-ის ახალმა წინადადებებმა წარმოშვა უამრავი საკითხი, რაც ცენტრალურმა ბანკებმა, მთავრობებმა და მთლიანად საზოგადოებამ ყურადღებით უნდა განიხილოს”,- ამბობს BOE-ის ხელმძღვანელი, ენდრიუ ბეილი.

ნაშრომში ნათქვამია, რომ ციფრულმა ვალუტამ უფრო სწრაფი, იაფი და ეფექტური გადახდებით შეიძლება გააძლიეროს ეკონომიკური საქმიანობა. თუმცა, ის ასევე დააყენებს ფულის ამჟამინდელი ფორმებიდან ციფრულ ფორმებზე გადასვლის რისკებს. ბანკის აზრით, გარდამავალი პერიოდი იქნება საჭირო, რომლის განმავლობაშიც BOE შეზღუდავს მიგრაციის ტემპს.

”ფულადი სახსრების ნებისმიერი გადანაწილება ფინანსური სისტემის გარშემო ახდენს გავლენას ფულის ბაზრების ფუნქციონირებაზე. აქედან გამომდინარე, მოკლევადიან პერიოდში არსებობს ფულის ბაზრების გარკვეული გარღვევის რისკი, რადგან ციფრული ფულის ახალი ფორმები ჩნდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ბაზრები ამას უნდა მოერგოს”,- ნათქვამია BOE-ს ნაშრომში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლიზი ბარდენი