LIVE

ბანგლადეში სამხრეთ აზიის ახალი ვარსკვლავია

06 ივნ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2458
ბანგლადეში სამხრეთ აზიის ახალი ვარსკვლავია
Bloomberg

ნახევარი საუკუნის წინ, 1971 წლის მარტში, ბანგლადეშის დამაარსებლებმა მდიდარი და ძლიერი პაკისტანისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ქვეყანა შიმშილობისა და ომის წიაღში დაიბადა; მილიონობით ადამიანი ინდოეთში გაიქცა ან  პაკისტანელმა ჯარისკაცებმა მოკლეს. პაკისტანელი სამხედროების მხარდამჭერი ამერიკელებისთვის ახალი ქვეყანა წარუმატებლობისთვის განწირული ჩანდა.

ამ თვეში ბანგლადეშის კაბინეტის მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე გასული წლის განმავლობაში 9%-ით 2 227 აშშ დოლარამდე გაიზარდა. პაკისტანის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 1,543 აშშ დოლარია. 1971 წელს პაკისტანი 70%-ით უფრო მდიდარი იყო, ვიდრე ბანგლადეში; დღეს ბანგლადეში 45%-ით უფრო მდიდარია ვიდრე პაკისტანი. ერთმა პაკისტანელმა ეკონომისტმა უღიმღამოდ აღნიშნა, რომ ”შესაძლებელია 2030 წელს ბანგლადეშისგან დახმარება ვითხოვოთ”.

ინდოეთი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამხრეთ აზიის ერთადერთი ეკონომიკაა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს ახლა უნდა გაუმკლავდეს იმ ფაქტს, რომ ის ერთ სულ მოსახლეზე ბანგლადეშთან შედარებით უფრო ღარიბია. ინდოეთის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 2020-21 წლებში მხოლოდ 1,947 აშშ დოლარი იყო.

არ ელოდოთ, რომ ინდოეთი ბანგლადეშის წარმატებას აღიარებს: მემარჯვენე ფიგურები ინდოეთში დარწმუნებულნი არიან, რომ ბანგლადეში იმდენად გაჭირვებულია, რომ იქიდან უკანონო მიგრანტები საზღვარს აწყდებიან. სინამდვილეში, ბანგლადეში გაცილებით მდიდარია, ვიდრე ინდოეთის დეპრესიული შტატები. 

ალბათ ამით აიხსნება, თუ რატომ აფეთქდა ინდოეთის სოციალური მედია აღშფოთებით და უარყოფით, როდესაც მშპ-ს რიცხვები გამოცხადდა. ამავდროულად, ბანგლადეშის მედიამ შედარებით მცირე დოზით გააკეთა შედარებები. ეს იმ ტიპის თავდაჯერებულობაა, რაც მხოლოდ თანმიმდევრული ზრდით მიიღწევა.

ბანგლადეშის ზრდა სამ საყრდენს ემყარება: ექსპორტი, სოციალური პროგრესი და ფისკალური სიფრთხილე. 2011-დან 2019 წლამდე ბანგლადეშის ექსპორტი ყოველწლიურად 8,6%-ით იზრდებოდა, მსოფლიო საშუალო მაჩვენებელთან 0,4%-თან შედარებით. წარმატება მეტწილად განპირობებულია ქვეყნის პროდუქტებზე ორიენტირით, მაგალითად ტანსაცმელზე, სადაც ის შედარებით უპირატესობას ფლობს.

ამავდროულად, ბანგლადეშელი ქალების წილი სამუშაო ძალაში მუდმივად იზრდება, განსხვავებით ინდოეთისა და პაკისტანისაგან, სადაც ის შემცირდა. ბანგლადეშმა ასევე შეინარჩუნა სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა 30%-დან 40%-მდე. მაშინ როცა ინდოეთი და პაკისტანი  პანდემიიდან, მშპ-ში სახელმწიფო ვალის 90%-იანი წილით გამოდიან. ამასთან, ფისკალურმა შეზღუდვებმა ბანგლადეშის კერძო სექტორს  სესხის ინვესტიციებად გადაქცევის საშუალება მისცა.

თუმცა, ბანგლადეშის წარმატებას მოსდევს პრობლემებიც. პირველ რიგში, მისი ექსპორტი ქვეყნის სხვადასხვა მექანიზმებში მონაწილეობით სარგებლობს, რაც განვითარებულ ეკონომიკებში უტარიფო შესვლას გულისხმობს, მაგალითად ასეთია აშშ-ს გენერალური შეღავათების სისტემა. ეს სისტემები ღიაა მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის. მისი ზრდის წყალობით, ბანგლადეშს, სავარაუდოდ,  დაახლოებით 2026 წლისთვის ამ პრივილეგიებზე უარის თქმა მოუწევს.

მისი ეკონომიკის მომწიფებასთან ერთად შეიცვლება მისი შედარებითი უპირატესობებიც. ვიეტნამისა და სხვათა მსგავსად, მას მოუწევს სამოსის გარდა აქცენტის გადატანა უფრო მაღალი ღირებულების ექსპორტზე. 

მთავრობას სჭირდება შემდეგი ათწლეულის სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია გლობალური ინტეგრაციის ახალ ფორმებზე და ეკონომიკის მუდმივ ტრანსფორმაციაზე. 

ბანგლადეშმა ვიეტნამს უნდა გაუწიოს კონკურენცია, რომელმაც 2019 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი ევროკავშირთან. თუმცა, ბანგლადეშისთვის ვაჭრობა ადვილი არ იქნება, ამიტომ საჭიროა ახლავე დაიწყოს პროცესი. 

ამის მიუხედავად, ბოლო 50 წელი აჩვენებს, რამდენად უგუნურია ფსონი ბანგლადეშის წინააღმდეგ. 1971 წელს წარმატება შორეული მომავლის პერსპექტივად ჩანდა. დღეს 160 მილიონიან ქვეყანას, რომელიც უფრო მჭიდროდ არის დასახლებული, ვიდრე ვატიკანი, როგორც ჩანს, სამხრეთ აზიაში წარმატება გარანტირებული აქვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მიჰირ შარმა