
თურქული ლირა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა. ვალუტა დოლართან მიმართებით 1,1%-ით გაუფასურდა და 8,5981 დოლარი შეადგინა.
ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უკვე მეორე შეხვედრაზე, 19%-ზე შეინარჩუნა და განაცხადა, რომ ფასების ზრდის ტემპმა პიკს მიაღწია. ბოლო სამი თვის განმავლობაში თურქული ვალუტა 13%-ზე მეტით გაუფასურდა, რაც ყველაზე მეტია განვითარებადი ბაზრებისთვის. ლირის გაუფასურება მომავალში ფასების უფრო მეტად გაზრდის საფრთხეს ქმნის.
თურქეთში ინფლაცია აპრილში კიდევ უფრო დაჩქარდა და 17.14% შეადგინა. ზარალი ასევე გამწვავდა, რადგან ადგილობრივმა კომპანიებმა უცხოური ვალუტაში დავალიანების დაფარვამდე დოლარი იყიდეს. თურქულ კომპანიებს ივნისში $6,9 მილიარდის უცხოური ვალუტის სესხების გადახდა მოუწევთ, რაც ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ყველაზე დიდი რეფინანსირების კვარტალია 2022 წლის მარტის ჩათვლით.
ლირა სუსტდება გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზეც. Reuters-ის ცნობით, თურქეთმა NATO-ს მოკავშირეებს ბიძგი მისცა ბელორუსის მიერ თვითმფრინავის იძულებითი დაშვებაზე ოფიციალური რეაქციის შესარბილებლად.
სტრასბურგში ლირა 0.7%-ით დაეცა და 8.5613 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო Borsa Istanbul 100 ინდექსმა მცირედი ცვლილება განიცადა და 1%-ით შემცირდა. 10-წლიან სახელმწიფო ობლიგაციებზე მოგება 18 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 18,55% შეადგინა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელჩუკ გოკოლუკი