LIVE

Wall Street-ი ბიტკოინის პერსპექტივების ანალიზს ცდილობს

24 მაი 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 842
Wall Street-ი ბიტკოინის პერსპექტივების ანალიზს ცდილობს
dittotrade

Wall Street-ის ანალიტიკოსები თითქმის შეუძლებელი ამოცანის წინაშე არიან, რადგან ცდილობენ გააანალიზონ ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების პერსპექტივები, მათზე ფასების კრიტიკული ვარდნის ფონზე. 

JPMorgan Chase-ის გუნდი მიიჩნევს, რომ ძალზე ნაადრევია ველოდოთ ბიტკოინის ფასის ვარდნის დასრულებას. იმავდროულად, Goldman Sachs Group-მა, საკუთარ ვრცელ ანგარიშში მიუთითა, რომ ფასების უკიდურესი მერყეობა ხელს უშლის კრიპტოვალუტების დანერგვას ინსტიტუციურ ინვესტორებს შორის. Medley Global Advisors კი მიუთითებს, რომ თუ ბიტკოინის ფასი $20,000 დაბლა დაეცემა, მას ჯაჭვური რეაქცია ექნება სხვა კრიპტოვალუტებზეც.

ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა, მორიგი ერთ-კვირიანი ვარდნის შემდეგ, 24 მაისს დაახლოებით $36,000-ზე დასტაბილურდა. აპრილის შუა რიცხვების შემდეგ, ბიტკოინის ფასი 40%-ზე მეტით შემცირდა, რაც ასახავს მის სპეკულაციურ მახასიათებლებს.

ბოლო პერიოდში, კრიპტოვალუტებმა არაერთი სერიოზული დარტყმა განიცადეს, დაწყებული ელონ მასკის კრიტიკით ბიტკოინის მაინინგის ენერგომოხმარებაზე და გაგრძელებული მისი წინადადებით, რომ ბიტკოინი დამტკიცდეს გადახდის საშუალების სახით. ამას ემატება მკაცრი მარეგულირებელი რიტორიკა ჩინეთიდან.

მრავალპროფილიან მოხსენებაში, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა სხვადასხვა ტენდენცია აღნიშნეს. მათ ხაზი გაუსვეს Ether-ის პოტენციალს, რომ ჩაანაცვლოს ბიტკოინი, როგორც ღირებულების შემნახველი საშუალება.

გასულ კვირას ვირტუალური ვალუტების კრიზისის ფართო მასშტაბის გარდა, Bloomberg Galaxy Crypto ინდექსი თითქმის 40%-ით დაეცა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა გასული წლის მარტის პანდემიური არეულობის შემდეგ. ფასების მასობრივმა ყოველდღიურმა ცვლილებებმა ინვესტორების ყურადღებაც მიიპყრო.

Bitcoin, Ether და Dogecoin, გრძელვადიან პერსპექტივაში, კვლავ მნიშვნელოვნად მომგებიანები არიან. მაგალითად, გასულ წელს Dogecoin-ის ფასმა 12,000%-ით მოიმატა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იოანა ოსინგერი