LIVE

ჩინეთის გაფრთხილებამ ბიტკოინს დამატებითი სირთულეები შეუქმნა

19 მაი 202115:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1379
ჩინეთის გაფრთხილებამ ბიტკოინს დამატებითი სირთულეები შეუქმნა
coingape

ბიტკოინისა და სხვა ძირითადი კრიპტოვალუტების ფასი დაეცა მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო ბანკმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არ შეიძლება ვირტუალური ვალუტები გადახდის საშუალებად იქნას გამოყენებული.

„ვირტუალური ვალუტის გამოყენება არ და ვერ შეიძლება ბაზარზე, რადგან ისინი არ არიან რეალური ვალუტები. ფინანსურ დაწესებულებებს არ აქვთ უფლება ვირტუალურ ვალუტაში შეაფასონ პროდუქტების ან მომსახურების ფასი“,- აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

18 მაისს, თებერვლის დასაწყისის შემდეგ, Bitcoin-ის ღირებულება პირველად დაეცა $40,000-მდე და ამით გააგრძელა ერთ-კვირიანი ვარდნა. პროცესს ხელი შეუწყო ელონ მასკის არათანმიმდევრულმა კომენტარებმა Tesla-ს მფლობელობაში არსებულ კრიპტოვალუტის შესახებ. Ether, Dogecoin და გასული კვირის სენსაცია, Internet Computer ასევე განაგრძობენ ვარდნას.

პეკინმა, 2017 წლიდან გააუქმა ვირტუალური მონეტების საწყისი შეთავაზება და შეაჩერა ვირტუალური ვალუტით ვაჭრობა, რის გამოც მრავალი ვალუტის გადაცვლის პლატფორმა აიძულა საზღვარგარეთ გაეგრძელებინათ ოპერირება. ერთ დროს, ჩინეთში კრიპტო ვაჭრობის დაახლოებით 90% იყო კონცენტრირებული, მაგრამ კრიპტოვალუტის მაინერებისა და მსხვილი მოთამაშეების ლომის წილი უცხოეთში წავიდა.

ცოტა ხნის წინ, ჩინეთმა გადადგა ნაბიჯები საკუთარი ციფრული იუანის გამოსაცემად, რითაც სცადა ბანკების მიერ არარეგულირებული ტექნოლოგიური კომპანიების საგადასახადო სისტემებში ფულადი სახსრების ჩანაცვლება და კონტროლის დაწესება.

ბევრი ტექნიკური ანალიტიკოსი აკვირდება Bitcoin-ის 14-დღიანი ფარდობითი სიმძლავრის ინდექსს (RSI), რომელიც სამშაბათს გადამეტებული გაყიდვების ფაზაში შევიდა და 200-დღიანმა საშუალო მოძრაობამ $39,800 შეადგენდა. 200-DMA-ს დარღვევა შეიძლება ნიშნავს, რომ ფასი დაეცემა $30,000-მდე, რომელ ნიშნულზეც ის ადრე დასტაბილურდა.

იმავდროულად, ამერიკის ბანკის უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ „Long Bitcoin" ამჟამად ყველაზე ხალხმრავალი სავაჭრო პლატფორმაა მსოფლიოში. გამოკითხვა მოიცავს 194 ფონდის მენეჯერს, რომლებიც განკარგავენ $592 მილიარდის ღირებულების აქტივებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, როდესაც აქტივი ხდება ყველაზე ხალხმრავალი ვაჭრობის ობიექტი, მას ადრეც განუცდია მოკლევადიანი ვარდნები. თუ ამას დავურთავთ ჩინეთიდან მომავალ ახალ ამბებს, გასაკვირი არ არის, რომ ბიტკოინი კიდევ უფრო მეტ სისუსტეს ამჟღავნებდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვილდანა ჰაჯრიჩი და ჯოანა ოსინგერი