LIVE

მოსაზრება: რატომ იყო ბიტკოინის ვარდნა კრიპტოსთვის დიდი გამარჯვება

23 მაი 202119:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 1214
მოსაზრება: რატომ იყო ბიტკოინის ვარდნა კრიპტოსთვის დიდი გამარჯვება
Bloomberg

კრიპტოვალუტის ბაზარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ბევრისთვის ეს სპეკულაციაა, რომელიც მედია გაშუქებაზეა დამოკიდბული. ამ ადამიანებისთვის, ოთხშაბათი ცუდი დღე იყო, Bloomberg Galaxy Crypto Index-მა ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა -19,2% განიცადა.

თუმცა სხვებისთვის კრიპტო სივრცე უფრო მეტია ვიდრე სპეკულაციური ინსტრუმენტი. ეს არის ახალი ფინანსური სისტემის აშენების მცდელობა. მათთვის ოთხშაბათი უზარმაზარი გამარჯვება იყო, რომელიც შეიძლება კრიპტო ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დღედ იქცეს. უკიდურესი სტრესის პირობებში, სისტემა ისე მუშაობდა, როგორც შექმნილი იყო. პრობლემები გამოიკვეთა, მაგალითად, მაღალი გადასახადებით ვაჭრობაში ყველაზე არამყარ მომენტებში. მაგრამ ეს ცნობილი პრობლემაა, რადგან კრიპტოპლატფორმებს 100%-იანი დატვირთვით მუშაობს და ეს პრობლემა გადაჭრის პროცესშია.

იმის გასაგებად, თუ რატომ არის ოთხშაბათი კრიპტოს დიდი გამარჯვება, დავყოთ სივრცე მის ორ მთავარ კატეგორიად: ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფინანსებად.

ცენტრალიზებული ნაწილი ფართო მასებისთვის ყველაზე ნაცნობია. ეს არის რეგულირებადი ბირჟები, როგორიცაა BlockFi, Coinbase Global და Binance. ისინი ოპერაციებს ტრადიციულად მართავენ, როგორც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა. Robinhood-ის და სხვა ტრადიციულ ბროკერების მსგავსად, როცა ბაზრები მერყეობს, შეფერხებები და სისტემის გათიშვები ხდება, შესაბამისად კრიზისის დროს ეს ბირჟები მომხმარებლებს ვერ აკმაყოფილებენ. ამ მოვლენებმა ბევრი მიიყვანა დასკვნამდე, რომ კრიპტო სივრცე არ არის მზად პრაიმტაიმისთვის.

ამის საპირისპიროდ, დეცენტრალიზებულმა პროტოკოლებმა, რაზეც ბევრი ამტკიცებს, რომ ფინანსების მომავალია, იმუშავეს ისე, როგორც შექმნილია და არ ჰქონიათ არანაირი ჩავარდნა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები იმედგაცრუებას განიცდიან ბაზრის დანაკარგების გამო, ისინი არ ჩიოდნენ, რომ ამ სისტემებმა კრიტიკულ მომენტში წარმატებით ვერ იფუნქციონირეს.

დეცენტრალიზებული სისტემები არ იყენებენ შეკვეთების წიგნს, როგორც რეგულირებადი ბირჟები. ამის ნაცვლად, მათ 72 000-ზე მეტი ლიკვიდურობის ფონდი აქვთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ფონდების ლიკვიდურობის მიმწოდებელი იყოს და პროცენტი გამოიმუშაოს. მოვაჭრეები ამ ლიკვიდურობის ფონდებს კრიპტოების ვაჭრობისთვის იყენებენ. მთელ პროტოკოლს კი  კომპიუტერული კოდი აწარმოებს, რომელსაც ავტომატური ბაზრის მწარმოებელი ეწოდება და არცერთი ადამიანი არ მონაწილეობს ამ ბირჟებზე ვაჭრობაში.

ყველაზე დიდი დეცენტრალიზებული ბირჟა Uniswap-ია. ეს ბირჟა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ვაჭრობა რამდენიმე ათასი სხვადასხვა კრიპტოთი აწარმოოს. Uniswap-ის დამფუძნებელმა ჰეიდენ ადამსმა განაცხადა, რომ Uniswap-მა $6,3 მილიარდის ვაჭრობა აწარმოა, Coinbase-ის პირველი კვარტლის $3,7 მილიარდთან შედარებით. Uniswap-ს არ ჰქონია შეფერხება და ნელი მომსახურება. არცერთ მომხმარებელს არ დაუკარგავს ფული, რადგან ბირჟამ ვერ იმუშავა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კრიპტოს ფასი 50%-ით დაეცა, ყველა ასეთი საიტი მუშაობდა ინციდენტის გარეშე. bybt.com-ის მიხედვით, 845,000 ტრეიდერმა, ვინც კრიპტოები მარჟით ან სესხით შეიძინა, დეცენტრალიზებული საიტები გამოიყენა, როგორიცაა Compound, AAVE ან Maker, $9,11 მილიარდ დოლარზე მეტი პოზიციის ავტომატური ლიკვიდაცია მოახერხა ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენებით. არცერთ დეცენტრალიზებულ პროტოკოლს სამთავრობო დახმარება არ დასჭირდა. არცერთ მარეგულირებელ ორგანოს არ მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღება.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ფასების ველურ ცვალებადობებსა და უჩვეულო მონეტებზეა ორიენტირებული, გაითვალისწინეთ, რომ ეს ტრადიციული ფინანსური ბირჟის წარუმატებლობა იყო, რომელმაც ინვესტორებს იმედი გაუუცრუა და არა დეცენტრალიზებული ფინანსების.

ვინც ამტკიცებდა, რომ ახალ, უკეთეს ფინანსურ სისტემას ქმნიან, ახლა გამარჯვებულია. ტრადიციული სისტემის წარმომადგენლებისთვის კი, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში კვლავ ვერ შეძლეს ინვესტორების მხარდაჭერა, მათთვის მძიმე კითხვების დასმაა საჭირო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯიმ ბიანკო