LIVE

სამხრეთ აფრიკა Sputnik-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებს ყიდულობს

30 აპრ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 710
სამხრეთ აფრიკა Sputnik-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებს ყიდულობს

სამხრეთ აფრიკა Sputnik-ისა და Sinopharm-ის ვაქცინების შეძენას გეგმავს. ქვეყნის მთავრობამ თითოეულ კომპანიას 10 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა. 

”ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან ველით, რომ სამხრეთ აფრიკის სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებელი ორგანო ამ ვაქცინებს დაამტკიცებს”, - ამბობს სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრი, ზველი მხიზე. 

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 45 მილიონი ზრდასრული ადამიანი J&J-ის ვაქცინით იქნება უზრუნველყოფილი. მინისტრის თქმით, ამერიკული ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით, პროცედურები დასასრულს უახლოვდება.

ერთდოზიანი ამერიკული ვაქცინის კვლევის ფარგლებში, ქვეყანაში 292 623  მედპერსონალი უკვე აიცრა. სამხრეთ აფრიკაში ვაქცინა დამტკიცებულია ზოგადი გამოყენებისთვის. 

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისთვის Johnson & Johnson-ის ვაქცინების გამოყენება განახლდა. ქვეყანამ მისი გამოყენება ორი კვირის წინ, აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ შეაჩერა. ამის მიზეზად სამხრეთ აფრიკის მთავრობამ თრომბის შესაძლო განვითარების გამო გამოჩენილი განსაკუთრებული სიფრთხილე დაასახელა. 

აფრიკის ქვეყნებიდან სამხრეთ აფრიკა ინფექციამ ყველაზე მეტად დააზარალა. პანდემიის დაწყებიდან, ქვეყანაში კორონავირუსის 1.58 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა 54 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა დაახლოებით 58 მილიონია.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პოლ ვეკიატო