LIVE

აშშ-ის შემდეგ, J&J-ის გამოყენება სამხრეთ აფრიკამაც შეაჩერა

14 აპრ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
აშშ-ის შემდეგ, J&J-ის გამოყენება სამხრეთ აფრიკამაც შეაჩერა
Bloomberg L.P.

აშშ-ის შემდეგ, J&J-ის გამოყენება სამხრეთ აფრიკამაც შეაჩერა. გადაწყვეტილების მიზეზი თრომბის შესაძლო განვითარების გამო გამოჩენილი განსაკუთრებული სიფრთხილეა.

“სამხრეთ აფრიკა შეაჩერებს ვაქცინების გამოყენებას იქამდე, სანამ Johnson & Johnson-ის ვაქცინა საკმარისად გამოკვლეული არ იქნება. ვიმედოვნებთ, რომ განხილვა მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ჩვენი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ FDA-ს გადაწყვეტილება მხოლოდ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვას ნიშნავს და ველით, რომ ეს Johnson & Johnson-ის ვაქცინაზე სრულად უარის თქმას არ გამოიწვევს”,- ამბობს სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრი, ზველი მხიზი. 

სამხრეთ აფრიკაში Johnson & Johnson-ის ვაქცინით 289 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. ვაქცინირებულ პირებში თრომბის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

გუშინ აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა Covid-19-ის ვაქცინის, Johnson & Johnson-ის გამოყენების დროებითი შეჩერების რეკომენდაცია გასცეს. აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებით, 6.8 მილიონი ვაქცინირებულიდან 6 პირს იშვიათი თრომბოემბოლიური გართულება გამოუვლინდა. ყველა მათგანი 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სთემბილე ჩელე და პოლ ვეკიატო