LIVE

სამხრეთ აფრიკა J&J-ის ვაქცინის გამოყენებას აახლებს

26 აპრ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1012
სამხრეთ აფრიკა J&J-ის ვაქცინის გამოყენებას აახლებს

სამხრეთ აფრიკაში J&J-ის ვაქცინის გამოყენება ოთხშაბათს, 28 აპრილს განახლდება, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ზველი მხიზემ განაცხადა. 

“დადგინდა, რომ ვაქცინის შემდეგ თრომბის განვითარების ალბათობა მილიონში ერთია და როგორც ჩანს, განსაკუთრებული რისკი 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალებს ემუქრებათ. თრომბის განვითარების ასეთი დაბალი ალბათობის გამო, მთელ მსოფლიოში ყველა მარეგულირებელმა Johnson and Johnson-ის გამოყენების რეკომენდაცია გასცა”,- ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.   

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ამერიკული ერთდოზიანი ვაქცინით სამედიცინოს სფეროს 292 623 თანამშრომელი, კვლევის ფარგლებში, ვაქცინის გამოყენების შეჩერებამდე აიცრა. ქვეყანას 500 000 სამედიცინო პერსონალის აცრისთვის საკმარისი მარაგი აქვს. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის ცენტრების რიცხვი 95-მდე გაიზრდება. 

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში J&J-ის ვაქცინით აცრილ პირებში თრომბის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანამ მისი გამოყენება ორი კვირის წინ, აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ შეაჩერა. ამის მიზეზად სამხრეთ აფრიკის მთავრობამ თრომბის შესაძლო განვითარების გამო გამოჩენილი განსაკუთრებული სიფრთხილე დაასახელა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ამოგელანგი მბათა