LIVE

Credit Suisse-ი ბიძინა ივანიშვილს უჩივის

29 აპრ 202123:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 1814
Credit Suisse-ი ბიძინა ივანიშვილს უჩივის
georgianjournal

Credit Suisse Group AG ქართველ მილიარდერსა და მის კომუნიკაციების მრჩეველს უჩივის იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს გამოაქვეყნონ შვეიცარიის საბანკო რეგულატორის ანგარიშის ასლი, თაღლითობისთვის ნასამართლევი ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის შესახებ.

29 აპრილს, ლონდონში სასამართლო სხდომა შედგა, სადაც Credit Suisse შეეცადა csvictims.com ვებსაიტიდან მოეხსნა ინფორმაცია ზემოხსენებული ანგარიშის შესახებ, რომელიც ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმამ, Metigen-მა გამოაქვეყნა. 

ეს დავა ბოლო ეპიზოდია შვეიცარიის ბანკსა და თაღლითობის შედეგად დაზარალებულ ინვესტორებს შორის. ინვესტორები, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასევე ლონდონის სარჩელის მოპასუხეა მიიჩნევენ, რომ Credit Suisse-მა გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კრიმინალი ბანკირის დანაშაულზე.

თებერვალში, Metigen-მა გამოაქვეყნა 2017 წლის კრიტიკული ანგარიშის ასლი, იმის მიუხედავად, რომ Credit Suisse-მა შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო, დოკუმენტის კონფიდენციალურობის თაობაზე.

სასამართლო დავა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც Credit Suisse-ი მკაცრი კრიტიკის მოლოდინშია, ჰეჯ-ფონდის Archegos Capital Management-ის და მიწოდების ქსელის Greensill Capital-ის მხრიდან მიყენებული დიდი ზარალის გამო.

ლესკადრონის დანაშაული გამჟღავნდა 2015 წელს, როდესაც Credit Suisse-ის მდიდარი კლიენტების ყოფილმა პირადმა მენეჯერმა აღიარა ხელმოწერების გაყალბება, ცხრილებზე მანიპულირება და ვაჭრობის გაყალბება, რათა დრო მოეგო, მძიმე დანაკარგების გადასაფარად, რომელიც მან 2008 წელს განიცადა. 

ბანკი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ლესკადრონი, რომელმაც შარშან თავი მოიკლა, მარტო მოქმედებდა და თავის დანაშაულს უმალავდა კოლეგებს, ისევე, როგორც ხელმძღვანელებს. ის 2018 წელს გაასამართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 10 თვეზე ნაკლები პერიოდის შემდეგ გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგან მას უკვე ორი წელი ჰქონდა გატარებული წინასწარ პატიმრობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰუგო მილერი და ელენ მილიგანი