LIVE

სამხრეთ აფრიკული შტამი Pfizer-ის ვაქცინის მიმართ უფრო მდგრადია

11 აპრ 202117:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1322
სამხრეთ აფრიკული შტამი Pfizer-ის ვაქცინის მიმართ უფრო მდგრადია

ისრაელში ჩატარებული კვლევით, სამხრეთ აფრიკული შტამი Pfizer-ის ვაქცინის მიმართ უფრო მდგრადია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა 400 ადამიანის მონაცემებს ეფუძნება. 

”აუცრელ ადამიანებთან შედარებით, ორი დოზით აცრილებში სამხრეთ აფრიკული ვარიანტის არაპროპორციულად მაღალი მაჩვენებელი აღმოვაჩინეთ. ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს გარკვეულწილად ვაქცინის დამცველობაში შეღწევა შეუძლია”, - ამბობენ უნივერსიტეტში.

მკვლევრების თქმით, სამხრეთ აფრიკული შტამი ისრაელში ნაკლებად გავრცელებულია.

Pfizer-ს კვლევის შედეგებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ადრეული კვლევები მიუთითებდნენ, რომ სხვა ვარიანტებთან შედარებით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა აფრიკული  შტამის მიმართ  ნაკლებად ძლიერი იყო, თუმცა მაინც ძლიერი დაცვით გამოირჩეოდა.

კომპანიამ 1 აპრილს განაცხადა, რომ აცრიდან 6 თვის შემდეგ, ვაქცინის ეფექტიანობა 91%-ს აღემატება.

ვაქცინაციის მაჩვენებლით, ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. მისი მოსახლეობის თითქმის 53% Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. ვაქცინაციის სწრაფი ტემპის პარალელურად, ისრაელში ინფექციის გავრცელებისა და ინფიცირებულთა ჰოსპიტალიაციის მაჩვენებლები იკლებს. ამის გამო, ქვეყანაში ეკონომიკა დიდწილად გაიხსნა.