
პანდემიის შედეგად კინოთეატრების, ბარ-რესტორნების და სტადიონების დახურვის გამო ზარალი მიადგა ისეთ გლობალურ ბრენდსაც, როგორიც Coca-Cola-ა. შედეგად, კომპანია მსოფლიო მასშტაბით 2 200 სამუშაო ადგილს აუქმებს, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 2.5%-ს შეადგენს.
აღნიშნულს Coca-Cola უშუალოდ პანდემიას არ უკავშირებს და რესტრუქტურიზაციას უფრო მოქნილობის ზრდის მიზნით ხსნის, თუმცა ადასტურებს, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა თანამშრომელთა შემცირების გადაწყვეტილების მიღება.
რესტრუქტურიზაციის შედეგად კომპანია 350-550 მილიონ დოლარს დაზოგავს. თანამშრომელთა შემცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ Coca-Cola-ს აქციებზე ფასი 1%-ით გაზარდა, თუმცა წელს მისი ფასიანი ქაღალდები ჯამურად 3.8%-ით არის გაუფასურებული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რეტ პული და რიჩარდ კლაუ