LIVE

რა არის Discord-ი, რომელიც საქართველოშიც პოპულარული ხდება

27 მარ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2450
რა არის Discord-ი, რომელიც საქართველოშიც პოპულარული ხდება
Tiffany Hagler-Geard/Bloomberg

ყოველთვიურად, მომხმარებლების ყურადღებას ერთი, ან ორი პლატფორმა იპყრობს. TikTok-ის აქტუალურობა დიდწილად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულმა ბრძოლამ განაპირობა. 2021 წელის დასაწყისში, Cloubhouse-ი გახდა პოპულარული ჩათ ოთახებით. პლატფორმა Discord-ი სიახლე არ არის, მაგრამ Microsoft-ის $10 მილიონიანი კონტრაქტის შემდეგ, ვიდეო თამაშებზე ორიენტირებული აპლიკაციის მიმართ ინტერესი გაიზარდა. Discord-ი ნელ-ნელა საქართველოშიც იკიდებს ფეხს.

რა არის Discord-ი:

პროგრამისტებმა ჯეისონ სიტრონმა და სტან ვიშნევსკიმ 2015 წელს სან-ფრანცისკოში დააფუძნეს Discord-ი, როგორც პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ვიდეო თამაშების დროს ერთმანეთთან საუბარი შეეძლოთ. პანდემიის დროს ვიდეოთამაშების მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა და ისინი სოციალიზაციის გზებს ეძებდნენ. Discord-ი იქცა მრავალფეროვან პლატფორმად, სადაც თავს იყრიდნენ მოძრაობა Black Lives Matter, საშინაო დავალებებში დახმარების მსურველები, წიგნების კლუბები და ა.შ. აპლიკაცია „სალაპარაკო ადგილად“ იქცა.

რამდენად დიდი პლატფორმაა Discord-ი:

პლატფორმაზე ახლა 140 მილიონზე მეტი მომხმარებელია რეგისტრირებული. 2020 წელს კომპანიამ  მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. გასული წლის დეკემბერში, Discord-ის შემოსავლები გაორმაგდა და $7 მილიარდი შეადგინა. Crunchbase–ის თანახმად, აპლიკაციამ დაახლოებით $480 მილიონი მიიღო ინვესტორებისგან, მათ შორის Greenoaks Capital-ისგან.

რატომ ახდა აპლიკაცია მიმზიდველი:

ვიდეო თამაშების მომხმარებლებს მოსწონთ ერთმანეთთან საუბარი. თუმცა, Discord-ის მომხმარებელთა წრე მოთამაშეებს გასცდა და მოიცავს მათ, ვისაც მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანების მოძებნა სურს. Discord-ზე ყველას შეუძლია შექმნას საკუთარი საზოგადოება ან სერვერი. ტიპური მომხმარებლები შეიძლება,  ერთ კერძო Discord სერვერს იყენებდეს მეგობრებთან გასართობად, თუმცა არსებობს საჯარო სერვერები, რომლებშიც საყვარელ ფილმებს ან სპორტულ გუნდებს განიხილავენ.

რამ გამოიწვია Microsoft-ის ინტერესი:

პროგრამული გიგანტი, რომელმაც გასულ წელს სცადა სოციალური მედიის აპლიკაციის, TikTok-ის შეძენა და Pinterest-ის შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ყიდულობდა აქტივებს, რაც უზრუნველყოფს წვდომას მომხმარებელთა ჯგუფებზე. Xbox-მა ახლახანს $7,5 მილიარდად შეიძინა ვიდეო თამაშების უამრავი კომპანია, მათ შორის გამომცემელი ZeniMax Media. სექტემბერში Microsoft-მა შეიძლება სცადოს Discord-ის ინტეგრირება Xbox Game Pass-სთან, Netflix-ის მსგავსი ვიდეო თამაშების სააბონენტო სერვისით.

როგორ შოულობს ფულს Discord-ი:

Discord-ის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი რეკლამების ნაკლებობაა. აპლიკაცია ფულს შოულობს სააბონენტო მომსახურების საშუალებით, სახელწოდებით Nitro. თვეში 10 დოლარად, წევრებს შეუძლიათ მოაწესრიგონ თეგები მომხმარებლის სახელების გვერდით, ატვირთონ უფრო დიდი ფაილები და გაუშვან უფრო მაღალი ხარისხის ვიდეოები.

რა პრობლემები ჰქონდა აპლიკაციას:

აპლიკაცია გამოიყენეს  ნაციონალისტთა თავშეყრის ადგილად, რათა მოეწყოთ 2017 წლის მიტინგი შარლოტვილში, ვირჯინიაში. დემონსტრაცია მალევე გადაიზარდა ძალადობაში. მას შემდეგ, კომპანიამ მსგავსი ინციდენტების თავიდან არიდებასა და პრევენციაზე დიდი ძალისხმევა მიმართა. ინვესტორთა კოალიციას, რომელიც Reddit-ის საიტიდან GameStop-ის მარაგების შეგროვებით გამოირჩევა, ასევე ჰქონდა Discord-ის სერვერი, მაგრამ აიკრძალა ამ წლის დასაწყისში იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო სიძულვილის ენის შეკავება.

არის თუ არა Discord-ი მოთამაშეების პლატფორმა:

აპლიკაცია გეიმერებში კვლავ პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ხალხი მას მრავალფეროვანი საუბრებისთვის იყენებს. კომპანია შეამოწმებს სერვერებს პოპულარული ვიდეო თამაშების საფუძველზე. რამდენიმე თამაშის შემქმნელი მონაწილეობს Discord-ის არხებში, რაც გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ დაუკავშირდნენ საყვარელი თამაშების მიღმა მყოფ ადამიანებს. მომხმარებლები სერვერს იყენებენ არა მხოლოდ თამაშის შესახებ სასაუბროდ და ხალხის მოსაძებნად, არამედ  ცხოვრებისა და ინტერესების უფრო ფართო განხილვისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ შრეიერი