LIVE

ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმი Covid-19-ით სიკვდილიანობის რისკს 9-ჯერ ზრდის

25 მარ 202119:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1301
ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმი Covid-19-ით სიკვდილიანობის რისკს 9-ჯერ ზრდის
Jeremy Suyker/Bloomberg

ახალი კვლევის მიხედვით, ქვეყნები, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უარს ამბობს ან ჯერ არ გადაუწყვეტია, აიცრება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, სულ მცირე, სიკვდილიანობის 9-ჯერ მაღალი რისკის წინაშე არიან. 

ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრების თქმით, თუ ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი უახლოესი ორი წლის მანძილზე შენარჩუნდა, პანდემია გაცილებით უფრო მწვავე ფაზაში გადავა.

დღეს, მთავრობებისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების წინაშე დგას მნიშვნელოვანი ამოცანა - იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დანიელა ოლივერა მესას თქმით, “ვაქცინაცია ინდივიდუალური არჩევანია, თუმცა, ამ არჩევანს სოციალური შედეგები აქვს”. მათმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ვაქცინაციის მიმართ ყოყმანმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

ცნობისთვის, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმი საქართველოსთვისაც გამოწვევას წარმოადგენს. NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას არ აპირებს. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს, AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამასთან, ქვეყანამ დღეს Pfizer​-ის დოზები მიიღო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ ჯილესპი