LIVE

NDI: გამოკითხულთა 53% COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას არ აპირებს 

23 მარ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1022
NDI: გამოკითხულთა 53% COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას არ აპირებს 

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურადაა განწყობილი. 

გამოკითხულთა მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა, 53 პროცენტი კი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. ამასთან, მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (42 პროცენტი) აფასებს. 

ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი).

ამასთან, საქართველოს მოსახლეობა ელის, რომ არჩეული თანამდებობის პირები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე იზრუნებენ. მოქალაქეებს სურთ, რომ პარლამენტმა, პირველ რიგში, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს.

აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).