LIVE

110-ზე მეტი ქვეყანა 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილის გასამმაგებაზე შეთანხმდა

03 დეკ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 396
110-ზე მეტი ქვეყანა 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილის გასამმაგებაზე შეთანხმდა

110-ზე მეტი ქვეყანა თანხმდება, რომ 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილს სამჯერ გაზრდის. ამასთან, გააორმაგებს ენერგოეფექტურობის წლიურ მაჩვენებელს.

ეს ერთ-ერთია იმ დაპირებიდან, რაც მთავრობებმა გაეროს კლიმატის 28-ე სამიტზე წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირებისა და სუფთა ენერგორესურსების წილის გაზრდის მიზნით დადეს.  

იდეის მხარდამჭერებს, მათ შორის ევროკავშირსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, სურთ, რომ ეს წინადადება გაეროს კლიმატის სამიტის საბოლოო გადაწყვეტილებაში შევიდეს და ის გლობალურ მიზნად იქცევს. ეს კი 200-მდე ქვეყანას შორის კონსენსუსს მოითხოვს. 

გუშინ სამიტზე 20-ზე მეტმა ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს 2050 წლისთვის ატომური ენერგიის სიმძლავრის გასამმაგებას. აშშ-ის კლიმატის წარმომადგენელმა ჯონ კერიმ თქვა, რომ მსოფლიო ვერ მიაღწევს "წმინდა ნულოვანი" ემისიებს მიზანს ახალი რეაქტორების აშენების გარეშე.

ამავდროულად, ნავთობისა და გაზის თითქმის 50 კომპანიამ, მათ შორის Exxon Mobil-მა, ხელი მოაწერა ნავთობისა და გაზის დეკარბონიზაციის ქარტიას. 

გაერო-ს ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე შეხვედრა, იგივე COP28, წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში, 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე იმართება. 

COP28-ზე განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა; ექსტრემალური ამინდებთან ადაპტაციის გაუმჯობესება; ემისიებით ვაჭრობის სტანდარტები; გლობალური დათბობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ფონდები და სხვა.