LIVE

Georgian Airways თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს

28 ნოე 202309:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
Georgian Airways თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს

Georgian Airways თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულას" კომპანიაშიც დაუდასტურეს. 

Georgian Airways-ის ვებგვერდის თანახმად, რეისები 10 დეკემბრიდან კვირაში ორჯერ შესრულდება. 

Georgian Airways-მა რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა 10 მაისს გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის ფრენებს Georgian Airways-თან ერთად, რუსული ავიაკომპანიები ასრულებენ.  

Georgian Airways რუსეთში ფრენების გამო არაერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის მიზეზი. მათ ოფისთან ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, თუმცა კომპანია პოზიციას არ ცვლის. 

Georgian Airways და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილი უკრაინამ 1-ელ ივლისს დაასანქცირა.