LIVE

Georgian Airways-ს უკრაინამ სანქციები დაუწესა

01 ივლ 202313:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 553
Georgian Airways-ს უკრაინამ სანქციები დაუწესა

უკრაინამ Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის შედეგადაც სანქცირებულთა სიაში 291 რუსული კომპანია, 190 პიროვნება და ქართულია ავიაკომპანია Georgia Airways-ი შევიდა. 

შეზღუდვები მომდევნო 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს. უკრაინის ახალი სანქციები უმეტესად საავიაციო და ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე კომპანიებს შეეხოთ. 

Georgian Airways-ი რუსეთთან პირდაპირ ავიარეისებს ასრულებს. პირველი ფრენა ქართულმა ავიაკომპანიამ თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმდინარე წლის 20 მაისს შეასრულა.