LIVE

ბურჯანაძე: მიღმა კვალიფიციური კადრებისა, ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ მუშაობა უნდათ

26 ნოე 202314:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 228
ბურჯანაძე: მიღმა კვალიფიციური კადრებისა, ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ მუშაობა უნდათ

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში კადრების დეფიციტის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა პროფესიული სწავლებაა.

მისი თქმით, სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას და შრომის ბაზარს, როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად მომზადებული კადრი შესთავაზოს.

„დღეს ქვეყანაში პარადოქსული რეალობა გვაქვს, უმუშევრობა და კადრების მოთხოვნა. ვფიქრობ, ძალიან იშვიათი შემთხვევაა, თუმცა საქართველოში ეს რეალობა გვაქვს. კადრების დეფიციტი რამდენიმე მიზეზით აიხსნება, დიდია ადამიანების რიცხვი, რომლებიც გამოგზავნილი ფულით სარგებლობენ და ის შეთავაზება, რომელიც დღეს ბაზარზეა მათთვის მისაღები არ არის. ამას თან ერთვის გაზრდილი მიგრაცია. ჩვენ ვეძებთ არა მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს, არამედ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ მუშაობა უნდათ“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მოქალაქეები, რომლებიც მინიმალური პირობებით და უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით უზრუნველყოფილი არიან, სამუშაოს დაბალი ხელფასით დაწყება არ სურთ, რაც ასევე დამაბრკოლებელი ფაქტორია. ბურჯანაძე განმარტავს, რომ როდესაც კერძო სექტორს მზა პროფესიონალი კადრი ეყოლება, ანაზღაურება გაცილებით მაღალი იქნება და დაბალი ანაზღაურებით დაწყება არ მოუწევს.