
UBS Group-მა 6 წლის განმავლობაში პირველად, ზარალი განიცადა. შვეიცარიის უმსხვილეს ბანკს III კვარტალში $785 მილიონის წმინდა ზარალი ჰქონდა, რასაც ბანკი Credit Suisse-სთან ინტეგრაციით ხსნის.
ბანკის ინფორმაციით, ქონების მართვის დეპარტამენტის მოგებამ, გადასახადების ჩაუთვლელად, $1.01 მილიარდი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ UBS-მა II კვარტალი რეკორდული, $28,88 მილიარდის მოგებით დახურა. მოულოდნელზე ბევრად მაღალი მოგების გამოცხადების შემდეგ კი ბანკის აქციების ფასი 7.2%-ით გაიზარდა, რითაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში კონკურენტი Credit Suisse-ის $3.25 მილიარდად შეძენის შემდეგ, UBS დიდ ცვლილებებს განიცდის. იგი გეგმავს, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები 3 000-ით შეამციროს და ამ გზით $6 მილიარდი დაზოგოს. ბანკს სურს, რომ 2026 წლისთვის დანახარჯები $10 მილიარდით შეამციროს.