LIVE

ტიტანიკის ასობით ნივთი აუქციონზე გაიყიდება

09 ნოე 202310:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 353
ტიტანიკის ასობით ნივთი აუქციონზე გაიყიდება

ტიტანიკის ასობით ნივთი, გემის ჩაძირვიდან 111 წლის შემდეგ, აუქციონზე გაიყიდება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გემის ჩაძირვას გადარჩენილი, პირველი კლასის სადილის მენიუს ერთადერთი ეგზემპლარია.

მენიუ £50 000-£70 000-ად არის შეფასებული. მენიუში, წყლისგან გამოწვეული დაზიანების მიუხედავად, რამდენიმე კერძის დასახელება იკითხება.

ამასთან, გასაყიდ ნივთებს შორისაა საბანი, რომელიც პირველი კლასის მგზავრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. სავარაუდოა, რომ ნივთი თან ჰქონდა ერთ-ერთ გადარჩენილ მგზავრს, რომელიც სამაშველო გემით ნიუ-იორკამდე ჩავიდა. მისი სავარაუდო ფასი £70 000-£100 000-ია.

კიდევ ერთი გამორჩეული ნივთი, მეორე კლასის მგზავრის, სინაი კანტორის ჯიბის საათია. კანტორი, რომელიც გემზე ცოლთან ერთად იმყოფებოდა, 7-დღიანი სამძებრო ოპერაციის შედეგად გარდაცვლი იპოვეს. მეუღლე კატასტროფას, სამაშველო ნავზე ასვლით გადაურჩა. აუქციონზე საათის ღირებულება £50 000-£80 000 ფარგლებში განისაზღვრა.

კიდევ ერთი გასაყიდი ნივთი ტიტანიკის სარეკლამო პლაკატია, მესამე კლასის ტარიფების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია White Star Line-მა გემის ჩაძირვის შემდეგ ყველა ასეთი სარეკლამო პოსტერი გაანადგურა. თუმცა დღეს ცნობილია, რომ რამდენიმე ასეთია გადარჩენილი.

აუქციონს 11 ნოემბერს, ინგლისში, კომპანია Henry Aldridge & Son-ი გამართავს.