
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფასის ზედა ზღვარი, 3 200-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.
რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენიზულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მედიკამენტების ჩამონათვალი რომელზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება.
მთავრობის გათვლებით, რეფორმის შედეგად მედიკამენტებზე ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.
ცნობისთვის, რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა და ეტაპობრივად ფართოვდება. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აანონსებენ, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ჯანდაცვის უწყებამ სექტორი ხელოვნური დეფიციტის შექმნაში არაერთხელ დაადანაშაულა