LIVE

"ჯორჯიან ეარვეისი" 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ-ავივის მიმართულებით - საელჩო

21 ოქტ 202311:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 334
"ჯორჯიან ეარვეისი" 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ-ავივის მიმართულებით - საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, "ჯორჯიან ეარვეისი" 22 ოქტომბრიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს აჩერებს, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან.

რეისების შეჩერების შესახებ ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულას" ავიაკომპანიაშიც დაუდასტურეს. 

ამასთან, საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტის დაკეტვის შესახებ ინფორმაცია არასწორია. 

ამავე განცხადებით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები: "ელ ალი", "ისრეარი", "აირკია". 

"ამასთან, კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთ. 

თქვენი ინფორმაციისთვის თან ვურთავთ ფრენების განრიგს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე (როგორც ჯორჯიან ეარვეისის, ისე - ელ ალის, ისრეარის და აირკიას მიერ) შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები", - ნათქვამია განცხადებაში.