შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) 10 მილიონ დოლარად გაიყიდა.
საჯარო რეესტრში ასახული ცვლილების თანახმად, უნივერსიტეტის 49%-იანი წილის მფლობელი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ხოლო 51%-ის მფლობელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორი, გია კავთელაშვილი გახდნენ.
აქამდე უნივერსიტეტის 40%-იანი წილი ეკუთვნოდა გერმანულ ამხანაგობა შიმშექს, ხოლო 60%-ს ფლობდა შპს კონტროლი, რომლის ხელმძღვანელი თურქეთის მოქალაქე აიჰან არსლანია.