LIVE

ღარიბაშვილი: გადამუშავებულია 170 000 ტონა ყურძენი

28 სექ 202314:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 313
ღარიბაშვილი: გადამუშავებულია 170 000 ტონა ყურძენი

დღეის მდგომარეობით უკვე ჩაბარებულია და გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი. დაახლოებით 200 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კახეთში, თელავში რთვლის საკოორდინაციო შტაბის მონახულების შემდეგ თქვა.

"300-მდე კომპანიაა ამ პროცესში ჩართული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შტაბის მუშაობით. ისინი ლაივ-რეჟიმში აკონტროლებენ ყველა ქარხნის მუშაობას", - თქვა ღარიბაშვილმა. 

რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთვლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა წელსაც ხორციელდება. კერძოდ, რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება მოხდება, რაც 1 კგ-ზე 20 თეთრს შეადგენს.

"ფლანგვის დეტექტორის" თანახმად, ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, 60 მილიონი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით იხარჯება.

ორგანიზაციის თანახმად, რთვლის სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარები ხშირად არიან ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები ან სხვა გზით დაკავშირებული პირები და კომპანიები, რომლებიც ევროპულ ბაზარზე დივერსიფიკაციის ნაცვლად, ღვინის ექსპორტს ისევ რუსეთში ეწევიან.